რეაქტიული ფსიქოზები reactive psychosis

რეაქტიული ფსიქოზი - ნევროზებთან ერთად შეადგენენ ფსიქოგენური დაავადებების ჯგუფს, ანუ განპირობებულნი არიან ფსიქიკური ტრავმით. მათთვის დამახასიათებელია ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებების პირდაპირი კავშირი ტრავმირებად ფაქტორთან, ამასთან ეს გამოვლინებები ქრება მიზეზის ლიკვიდაციის შემდეგ. განსხვავებითნევროზებისაგან, რეაქტიული ფსიქოზებისთვის დამახასიათებელია სიმპტომატიკის მაღალი სიმწვავე და სიმძიმე; ფსიქომოტორულ და აფექტურ დარღვევებთან, ბოდვებთან და ჰალუცინაციებთან ერთად აღინიშნება ასევე ისტერიული დარღვევები, რომლებიც ხშირად მიმდინარეობენ გონების მოშლის (დისოციაციური რეაქციები) მოვლენებით. ავადმყოფები კარგავენ საკუთარი მდგომარეობის კრიტიკულად შეფასების უნარს, ქცევის კოორდინირებისა და შექმნილ სიტუაციაში ადეკვატურად მოქცევის უნარს. ფსიქიკური ტრავმა შესაძლოა აღმოჩნდეს პირადი ან საზოგადოებრივი ხასიათის ტრაგიკული მოვლენა, სიცოცხლისათვის საშიში კოლიზიები, პათოგენური სიტუაციები. რეაქტიული ფსიქოზების პათოგენეზის მნიშვნელოვანი რგოლია ფსიქიკური ასთენიზაცია, რომელიც უკავშირდება ფსიქიკურ ან სომატურ გამოფიტვას. Read the rest of this entry »