ტრავმული ენცეფალოპათია traumatic encephalopathy

ტრავმული ენცეფალოპათია - ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ქალა – ტვინის ტრავმის გვიანდელ ან შორეულ პერიოდებში. განპირობებულია ტრავმის შედეგად ტვინის ქსოვილის დეგენერაციული, დისტროფიული,ატროფიული და ნაწიბუროვანი ცვლილებებით. ნერვულ – ფსიქიკური დარღვევების გამოვლინების ვადები, ხასიათი და ხარისხი დამოკიდებულია მიღებული ტრავმის სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე, ავადმყოფის ასაკზე, მკურნალობის ეფექტურობაზე და რიგ სხვა ფაქტორებზე. ნევროლოგიური დრაღვევები გამოიხატება ვეგეტო – და ვაზოპათიებით, ქრონიკული ჰიპერტენზიული სინდომით, ცერებრულ-სპინური სითხის დინამიკის მოშლით, ტრავმული არაქნოიდიტითა და არაქნოენცეფალიტით, ეპილეპტოფორმული შეტევებითა და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევებით. ნევროლოგიური დარღვევები მიმდინარეობენ ფსიქოორგანული სინდრომისათვის დამახასიათებელი ფსიქიკური მოშლილობებით. Read the rest of this entry »