სენილური ფსიქოზები senile psychosis

სენილური ფსიქოზები - წარმოიქმნება მოხუცებულობით ასაკში; მათ მიეკუთვნება მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა, გვიანი დეპრესიები და პარანოიდები.
სენილური ფსიქოზები – მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა ხასიათდება ფსიქიკური მოქმედების გაღარიბებითა და მოშლით. ფსიქიკური მოქმედების შესუსტება ხდება ფიზიოლოგიური დაბერების დროსაც, მაგრამ მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა – ეს არის ამ პროცესის არა რაოდენობრივი გაძლიერება, არამედ პათოლოგიური მოვლენა. ასეთი ავადმყოფები შეადგენენ გვიანი ასაკის ფსიქიკური დაავადების მქონე ავადმყოფთა საერთო რიცხვის 12 – 25%-ს. Read the rest of this entry »