ზეღირებული იდეები

ზეღირებული იდეები (idee fixe) - მდგომარეობა, როდესაც რეალური გარემოებების შედეგად წარმოქმნილი დაკვნები და მსჯელობები ავადმყოფის ცნობიერებაში იკავებენ არაადეკვატურ დომინირებულ ადგილს. მათ თან ახლავთ ჭარბი ემოციური დაძაბულობა. ფორმირდება ფსიქოპათიების ჩარჩოებში, ჰიპერთიმური წყობის მქონე პირებში ფსიქოპათური მდგომარეობების, ასევე შიზოფრენიისა და აფექტური ფსიქოზების დროს. განსხვავებით ბოდვებისაგან, როდესაც დასკვნები და მსჯელობები თავიდანვე მცდარია,ზეღირებული იდეები წარმოიქმნებიან რეალური მოვლენებისა და  განცდების პათოლოგიურად გარდაქმნის შედეგად, ცნობიერებაში იკავებენ დომინირებულ მდგომარეობას და ავადმყოფების მიერ განიხილებიან როგორც სრულიად დასაბუთებულები. ხელსაყრელ პირობებში ზეღირებული იდეები თანდათანობით სუსტდება და საბოლოოდ ქრება. პროცესის პროგრედიენტული განვითარების დროს შესაძლებელია გადასვლა ბოდვებში.  Read the rest of this entry »