среда, 9 января 2013 г.

კბილის მოტეხილობა


კბილის მოტეხილობა dental fracture

კბილის მოტეხილობა - კბილის გვირგვინის ან ფესვის ტრავმული დაზიანება. განასხვავებენ მონანქრის მოტეხილობას, დენტინის მოტეხილობას – პულპის გაშიშვლების გარეშე, და პულპის გაშიშვლებით, და კბილის ფესვის მოტეხილობას. Read the rest of this entry »

კეთრი


კეთრი

ლეპრა (კეთრი) (lepra) – ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს კეთრის მიკობაქტერია; ხასიათდება კანის, ლორწოვანი გარსებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის, ასევე თვალების, ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაზიანებით. მისი გამომწვევია ობლიგატური უჯრედშიგა პარაზიტი. ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით აღრიცხულია 3 მლნ კეთრით დაავადებული. ინფექციის ერთადერთი წყაროა დაავადებული ადამიანი. დაავადების გავრცელებაში დიდი მნიშვნლობა ენიჭება სოციალურ – ეკონომიკურ ფაქტორებს. ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა არის ჰაერ – წვეთოვანი, იშვიათად – დაზიანებული კანი; დასაშვებია გადაცემა სისხლმწოვი მწერებით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება საშუალოდ 3 – 7 წელი. Read the rest of this entry »

вторник, 8 января 2013 г.

ანატომია


1. ოსტეოლოგია
ადამიანის ჩონჩხი
1.1 ხერხემლის სვეტი
1.1.1 კისრის მალები
1.1.2 გულმკერდის მალები
1.1.3 წელის მალები
1.1.4 გავის ძვალი
1.1.5 კუდუსუნი
1.2 გულმკერდის ჩონჩხი
1.2.1 ნეკნები
1.2.2 მკერდი, მკერდის ძვალი
1.3 თავის ქალას ჩონჩხი
1.3.1 მთლიანი თავის ქალა
1.3.1.1 ქალასარქველი
1.3.1.2 ქალას ფუძე
1.3.2 ტვინის ქალას ძვლები
1.3.2.1 კეფის ძვალი
1.3.2.2 სოლისებრი ძვალი
1.3.2.3 საფეთქლის ძვალი
1.3.2.4 თხემის ძვალი
1.3.2.5 შუბლის ძვალი
1.3.2.6 ცხავის ძვალი
1.3.2.7 ცრემლის ძვალი
1.3.3 სახის ქალას ძვლები
1.3.3.1 ზედა ყბა
1.3.3.2 ცხვირის ძვალი
1.3.3.3 სასის ძვალი
1.3.3.4 ცხვირის ქვემო ნიჟარა
1.3.3.5 სახნისი
1.3.3.6 ყვრიმალის ძვალი
1.3.3.7 ქვედა ყბა
1.3.3.8 ინის ანუ ენისქვეშა ძვალი
1.4 ზემო კიდურის ჩონჩხი
1.4.1 ზემო კიდურის სარტყელი
1.4.1.1 ლავიწი
1.4.1.2 ბეჭის ძვალი
1.4.2 ზემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი
1.4.2.1 მხრის ძვალი
1.4.2.2 წინამხრის ძვლები
1.4.2.2.1 სხივის ძვალი
1.4.2.2.2 იდაყვის ძვალი
1.4.2.3 მტევნის ძვლები
1.5 ქვემო კიდურის ჩონჩხი
1.5.1 ქვემო კიდურის სარტყელი
1.5.1.1 მენჯის ძვალი
1.5.1.2 მენჯი მთლიანად
1.5.2 ქვემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი
1.5.2.1 ბარძაყის ძვალი
1.5.2.2 კანჭის ძვლები
1.5.2.3 ტერფის ჩონჩხი
1.5.2.3.1 უკანა ტერფის ძვლები
1.5.2.3.2 წინა ტერფის ძვლები
2. ართროლოგია
2. 1. ხერხემლის მალთა შეერთებანი
2.1.1. მალთაშუა დისკოები
2. 1. 2. რკალმორჩების შეერთებანი
2. 1. 3. ხერხემლის სვეტის იოგები
2. 1. 4. გავა-კუდუსუნის შეერთება
2. 1. 5. სახსრები და იოგები კეფის ძვალსა და ატლასსა და აქსისს შორის
2. 2. ნეკნების სახსრები და შეერთებანი
2. 2. 1. ნეკნ-მალის სახსრები
2. 2. 2. მკერდ-ნეკნის სახსრები
2. 3. მკერდის ძვლის შეერთებანი
2. 4. ქალას ძვლების შეერთებანი
2. 4. 1. ქალას ძვლების უწყვეტი შეერთებანი
2. 4. 2. საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი
2. 5. ზემო კიდურის შეერთებანი
2. 5. 1. მკერდ-ლავიწის სახსარი
2. 5. 2. ლავიწ-აკრომიონის სახსარი
2. 5. 3. ბეჭის ძვლის საკუთარი იოგები
2. 5. 4. მხრის სახსარი
2. 5. 5. იდაყვის სახსარი
2. 5. 6. სხივ-იდაყვის დისტალური სახსარი
2. 5. 7. სხივ-მაჯის სახსარი
2. 5. 8. მაჯის ძვალთა სახსრები
2. 5. 9. ცერცვისებრი ძვლის სახსარი
2. 5. 10. მაჯა-ნების სახსრები
2. 5. 11. ნების ძვალთა სახსრები
2. 5. 12. ნებ-ფალანგის სახსრები
2. 5. 13. მტევნის ფალანგთაშუა სახსრები
2. 6. ქვემო კიდურის შეერთებანი
2. 6. 1. გავა-თეძოს სახსარი
2. 6. 2. ბოქვენის სიმფიზი
2. 6. 3. დამხურავი აპკი
2. 6. 4. ქვემო კიდურის თავისუფალი ნაწილის შეერთებანი
2. 6. 4. 1. მენჯ-ბარძაყის სახსარი
2. 6. 4. 2. მუხლის სახსარი
2. 6. 4. 3. კანჭის ძვლების ურთიერთდაკავშირება
2. 6. 4. 5. კოჭ-წვივის სახსარი
2. 6. 4. 6. უკანა ტერფის სახსრები
2. 6. 4. 7. წინა ტერფის სახსრები
2. 6. 4. 8. ტერფის ფალანგთაშუა სახსრები
3. მიოლოგია
3. 1. თავის კუნთები
3. 1. 1. მიმიკური კუნთები
3.1. 2. საღეჭი კუნთები
3. 1. 3. თავის ფასციები
3.2. კისრის კუნთები
3. 2. 1. კისრის ზედაპირული კუნთები
3. 2. 2. კისრის შუა კუნთები
3. 2. 3. კისრის ღრმა კუნთები
3. 2. 4. კისრის ფასციები
3. 2. 5. კისრის სამკუთხედები
3. 3. ზურგის კუნთები
3. 3. 1. ზურგის ზედაპირული კუნთები
3. 3. 2. ზურგის ღრმა კუნთები
3. 3. 3. ზურგის ფასციები
3. 4. გულმკერდის კუნთები
3. 4. 1. გულმკერდის ღრმა (საკუთარი) კუნთები
3. 4. 2. გულმკერდთან ზედაპირული კუნთები
3. 4. 3. . შუასაძგიდი, დიაფრაგმა
3. 4. 4. გულმკერდის ფასციები
3. 5. მუცლის კუნთები
3. 5. 1. მუცლის წინა კუნთები
3. 5. 2. მუცლის გვერდითი კუნთები
2. 5. 3. მუცლის უკანა კედლის კუნთები
3. 5. 4. საზარდულის არხი
3. 5. 5. თეთრი ხაზი
3. 5. 6. მუცლის ფასციები
3. 6. ზემო კიდურის კუნთები
3. 6. 1. ზემო კიდურის სარტყლის კუნთები
3. 6. 2. მხრის კუნთები
3. 6. 3. წინამხრის კუნთები
3. 6. 4. ხელი მტევნის კუნთები
3. 6. 5. იღლიის ფოსო
3. 6. 6. ზემო კიდურის ფასციები
3. 7. ქვემო კიდურის კუნთები
3. 7. 1. ქვემო კიდურის სარტყლის კუნთები
3. 7. 2. ბარძაყის კუნთები
3. 7. 3. კანჭის კუნთები
3. 7. 4. ტერფის კუნთები
3. 7. 5. ბარძაყის არხი
3. 7. 6. მომზიდველი არხი
3. 7. 7. მუხლქვეშა ფოსო
3. 7. 8. ქვემო კიდურის ფასციები და სინოვიური ბუდეები
4. საჭმლის მომნელებელი სისტემა
4.1 პირის ღრუ
4.2 ენა
4.3 სანერწყვე ჯირკვლები
4.4 კბილები
4.5 ხახა
4.6 საყლაპავი მილი
4.7 კუჭი
4.8 წვრილი ნაწლავი (თორმეტგოჯა ნაწლავი, მლივი ნაწლავი, თეძოს ნაწლავი)
4.9 ღვიძლი
4.10 პანკრეასი
4.11 მსხვილი ნაწლავი
4.11.1 ბრმა ნაწლავი
4.11.2 კოლინჯი
4.11.3 სწორი ნაწლავი
4.12 პერიტონეუმი
5. სასუნთქი სისტემა
5.1 ცხვირი
5.3 ხორხი
5.4 სასულე
5.5 ფილტვები
5.6 პლევრა
6. საშარდე სისტემა
6.1 თირკმელები
6.2 შარდსაწვეთები
6.3 შარდის ბუშტი
6.4 შარდსადენი
7. გამრავლების აპარატი
7.1 მამაკაცის სასქესო სისტემა
7.1.1 სათესლე
7.1.2 თესლის გამომტანი სადინარი
7.1.3 სათესლე პარკი და სათესლე ბაგირაკი
7.1.4 სათესლე ბუშტუკი
7.1.5 წინამდებარე ჯირკვალი
7.1.6 მამაკაცის შარდსადენი
7.1.7 ასო
7.2 ქალის სასქესო სისტემა
7.2.1.1 საკვერცხე
7.2.1.2 საშვილოსნო
7.2.1.3 საშვილოსნოს ლულა
7.2.1.4 საშო
7.2.2 ქალის გარეთა სასქესო ორგანოები
7.2.3 სარძევე ჯირკვალი
7.3 შორისი
8. უსადინარო (ენდოკრინული) ჯირკვლების სისტემა
8. 1. ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები
8. 2. ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოები
9. იმუნური სისტემა
9.1 ძვლის ტვინი
9.2 მკერდუკანა ჯირკვალი
9.3 საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის ორგანოების კედლის ლიმფოიდური ქსოვილი
9.4 ლიმფური კვანძები
9.5 ელენთა
10. ანგიოლოგია
10.1 გული (გარეგანი აგებულება, გულის საკნები, გულის კედლის აგებულება)
10.1.2 გულის ტოპოგრაფია
10.1.3 გულის სისხლძარღვები
10.2 სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სისხლძარღვები
10.3 აორტა
10.3.1.1 აორტის რკალი და მისი ტოტები
10.3.1.1.1 მხარ-თავის ღერო
10.3.1.1.2 საერთო საძილე არტერია
10.3.1.1.2.1 გარეთა საძილე არტერია
10.3.1.1.2.2 შიგნითა საძილე არტერია
10.3.1.1.3 ლავიწქვეშა არტერია და მისი ტოტები
10.3.1.1.3.1 იღლიის არტერია
10.3.1.1.3.2 მხრის არტერია
10.3.1.2 დასწვრივი აორტის გულმკერდის ნაწილი და მისი ტოტები
10.3.1.3 დასწვრივი აორტის მუცლის ნაწილი და მისი ტოტები
10.3.1.4 თეძოს საერთო არტერია
10.3.1.4.1 თეძოს შიგნითა არტერია და მისი ტოტები
10.3.1.4.2 თეძოს გარეთა არტერია და მისი ტოტები
10.3.2 ვენები
10.3.2.1 ქვემო ღრუ ვენის სისტემა
10.3.2.1.1 ქვემო კიდურის ვენები
10.3.2.1.2 მენჯის ვენები
10.3.2.1.3 ქვემო ღრუ ვენა
10.3.2.2 ზემო ღრუ ვენის სისტემა
10.3.2.2.1 ზემო კიდურის ვენები
10.3.2.2.2 თავის ვენები
10.3.2.2.3 კისრის ვენები
10.3.2.2.4 კენტი ვენები
10.3.2.2.5 ნეკნთაშუა ვენები
10.3.2.2.6 ხერხემლის ვენები
10.3.2.3 კარის ვენის სისტემა
10.3.2.4 კავა-კავალური და პორტო-კავალური ანასტომოზები
10.3.3 ლიმფის გამტარი ორგანოები

ჰემოროი


 ბუასილი და კვება

სწორი და ნორმალური კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუასილის (ჰემოროის) როგორც პროფილაქტიკისათვის, ასევე მკურნალობისათვის. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე პროცესებს, როგორიცააყაბზობა და დიარეა, შეუძლია დიდი  ზიანის მოტანა თქვენი ორგანიზმისათვის და დაავადების გამწვავება. მხოლოდ სწორი კვებითაა შესაძლებელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირების მიღწევა.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორი რაციონის შერჩევისათვის აუცილებელია ვიცოდეთ ბუასილის (ჰემოროის) გამომწვევი მიზეზი და თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებანი. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ  სამკურნალო კვების თაობაზე რჩევები მკაცრად ინდივიდუალურია და საჭიროებს აუცილებლად ექიმთან ან დიეტოლოგთან კონსულტაციას, რათა მოხდეს თქვენთვის  ოპტიმალური დიეტის შერჩევა. Read the rest of this entry »

ზეღირებული იდეები


ზეღირებული იდეები

ზეღირებული იდეები (idee fixe) - მდგომარეობა, როდესაც რეალური გარემოებების შედეგად წარმოქმნილი დაკვნები და მსჯელობები ავადმყოფის ცნობიერებაში იკავებენ არაადეკვატურ დომინირებულ ადგილს. მათ თან ახლავთ ჭარბი ემოციური დაძაბულობა. ფორმირდება ფსიქოპათიების ჩარჩოებში, ჰიპერთიმური წყობის მქონე პირებში ფსიქოპათური მდგომარეობების, ასევე შიზოფრენიისა და აფექტური ფსიქოზების დროს. განსხვავებით ბოდვებისაგან, როდესაც დასკვნები და მსჯელობები თავიდანვე მცდარია,ზეღირებული იდეები წარმოიქმნებიან რეალური მოვლენებისა და  განცდების პათოლოგიურად გარდაქმნის შედეგად, ცნობიერებაში იკავებენ დომინირებულ მდგომარეობას და ავადმყოფების მიერ განიხილებიან როგორც სრულიად დასაბუთებულები. ხელსაყრელ პირობებში ზეღირებული იდეები თანდათანობით სუსტდება და საბოლოოდ ქრება. პროცესის პროგრედიენტული განვითარების დროს შესაძლებელია გადასვლა ბოდვებში.  Read the rest of this entry »

შიზოფრენია


შიზოფრენია schizophrenia

შიზოფრენია - უცნობი ეტიოლოგიის ფსიქიკური დაავადებების ჯგუფი, რომელთა განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებენ ენდოგენური მექანიზმები და რომლებიც ცხოვრების გარკვეულ პერიოდამდე არ ვლინდებიან. ხასიათდება პიროვნების თანდათანობით მზარდი ცვლილებით (აუტიზმი, ემოციური გაღარიბება, უცნაურობების გაჩენა), სხვა ნეგატიური ცვლილებებითა (ფსიქიკური მოქმედების დისოციაცია, აზროვნების მოშლა, ენერეტიკული პოტენციალის დაცემა) და ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებებით (აფექტური, ნევროზულ – და ფსიქოპათურისებრი, ბოდვითი, ჰალუცინაციური, ჰებეფრენიული,კატატონური). Read the rest of this entry »

ტრავმული ენცეფალოპათია


ტრავმული ენცეფალოპათია traumatic encephalopathy

ტრავმული ენცეფალოპათია - ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ქალა – ტვინის ტრავმის გვიანდელ ან შორეულ პერიოდებში. განპირობებულია ტრავმის შედეგად ტვინის ქსოვილის დეგენერაციული, დისტროფიული,ატროფიული და ნაწიბუროვანი ცვლილებებით. ნერვულ – ფსიქიკური დარღვევების გამოვლინების ვადები, ხასიათი და ხარისხი დამოკიდებულია მიღებული ტრავმის სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე, ავადმყოფის ასაკზე, მკურნალობის ეფექტურობაზე და რიგ სხვა ფაქტორებზე. ნევროლოგიური დრაღვევები გამოიხატება ვეგეტო – და ვაზოპათიებით, ქრონიკული ჰიპერტენზიული სინდომით, ცერებრულ-სპინური სითხის დინამიკის მოშლით, ტრავმული არაქნოიდიტითა და არაქნოენცეფალიტით, ეპილეპტოფორმული შეტევებითა და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევებით. ნევროლოგიური დარღვევები მიმდინარეობენ ფსიქოორგანული სინდრომისათვის დამახასიათებელი ფსიქიკური მოშლილობებით. Read the rest of this entry »

ტოქსიკომანია, ნარკომანია


ტოქსიკომანიები და ნარკომანიები toxicomania, narcomania

ტოქსიკომანია, ნარკომანია - სხვადასხვა გამაბრუებელი ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული დაავადებები; ვლინდება ამ ნივთიერებების მუდმივი მოთხოვნილებით, ფსიქიკური, სომატური და ნევროლოგიური დარღვევებით, შრომისუნარიაობის დაქვეითებით, სოციალური კავშირების მოშლით, პიროვნების დეგრადაციით.
გამოყოფენ ტოქსიკომანიების მრავალრიცხოვან ფორმებს. მაღალი კრიმინოგენულობის გამო განსაკუთრებულ სოციალურ კონტროლს ექვემდებარება ნარკომანია. ნარკოტიკებს მიეკუთვნება ოპიუმი, რიგი სინთეზური ანალგეტიკები, ჰაშიში (ანაშა), სტიმულატრები, მათ შორის ეფედრინი. Read the rest of this entry »

სიმპტომური ფსიქოზები


სიმპტომური ფსიქოზები symptomatic psychosis

სიმპტომური ფსიქოზები - ფსიქიკური დარღვევები, რომლებიც წარმოიქმნებიან სხვადასხვა სომატური, ინფექციური და სხვა დაავადებების დროს.  მწვავე სიმპტომურიფსიქოზები მიმდინარეობენ გონების დაბინდვით; პროტრაგირებული (შუალედური) ფორმები ვლინდებიან ფსიქოპათიურის მსგავსი დეპრესიულ – პარანოიდული, ჰალუცინაციურ – პარანოიდული მდგომარეობების, ასევე მყარი ფსიქოორგანულისინდრომის სახით. Read the rest of this entry »

მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა


სენილური ფსიქოზები senile psychosis

სენილური ფსიქოზები - წარმოიქმნება მოხუცებულობით ასაკში; მათ მიეკუთვნება მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა, გვიანი დეპრესიები და პარანოიდები.
სენილური ფსიქოზები – მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა ხასიათდება ფსიქიკური მოქმედების გაღარიბებითა და მოშლით. ფსიქიკური მოქმედების შესუსტება ხდება ფიზიოლოგიური დაბერების დროსაც, მაგრამ მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა – ეს არის ამ პროცესის არა რაოდენობრივი გაძლიერება, არამედ პათოლოგიური მოვლენა. ასეთი ავადმყოფები შეადგენენ გვიანი ასაკის ფსიქიკური დაავადების მქონე ავადმყოფთა საერთო რიცხვის 12 – 25%-ს. Read the rest of this entry »

სენესტოპათიურ-იპოქონდრიული სინდრომი


სენესტოპათიურ-იპოქონდრიული სინდრომი

სენესტოპათიურ-იპოქონდრიული სინდრომი - აღინიშნება ნევროზების, ფსიქოპათიების, შიზოფრენიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებების, ასევე სხვადასხვა დეპრესიების დროს.
სენესტოპათიურ-იპოქონდრიული სინდრომი – იპოქონდრია ვლინდება საკუთარი ჯანმრთელობისადმი გადაჭარბებული ყურადღებით; უმნიშვნელო სისუსტის დროსაც კი ავადმყოფი წუხს და დარწმუნებულია, რომ დაავადებულია რაიმე მძიმე დაავადებით.იპოქონდრია არაიშვიათად შერწყმულია არასასიამოვნო შეგრძნებებთან – სენესტოპათიებთან. რიგ შემთხვევებში სენესტოპათიები დომინირებენ კლინიკურ სურათში და წარმოადგენენ დამოუკიდებელ სინდრომს. Read the rest of this entry »

რეაქტიული ფსიქოზი


რეაქტიული ფსიქოზები reactive psychosis

რეაქტიული ფსიქოზი - ნევროზებთან ერთად შეადგენენ ფსიქოგენური დაავადებების ჯგუფს, ანუ განპირობებულნი არიან ფსიქიკური ტრავმით. მათთვის დამახასიათებელია ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებების პირდაპირი კავშირი ტრავმირებად ფაქტორთან, ამასთან ეს გამოვლინებები ქრება მიზეზის ლიკვიდაციის შემდეგ. განსხვავებითნევროზებისაგან, რეაქტიული ფსიქოზებისთვის დამახასიათებელია სიმპტომატიკის მაღალი სიმწვავე და სიმძიმე; ფსიქომოტორულ და აფექტურ დარღვევებთან, ბოდვებთან და ჰალუცინაციებთან ერთად აღინიშნება ასევე ისტერიული დარღვევები, რომლებიც ხშირად მიმდინარეობენ გონების მოშლის (დისოციაციური რეაქციები) მოვლენებით. ავადმყოფები კარგავენ საკუთარი მდგომარეობის კრიტიკულად შეფასების უნარს, ქცევის კოორდინირებისა და შექმნილ სიტუაციაში ადეკვატურად მოქცევის უნარს. ფსიქიკური ტრავმა შესაძლოა აღმოჩნდეს პირადი ან საზოგადოებრივი ხასიათის ტრაგიკული მოვლენა, სიცოცხლისათვის საშიში კოლიზიები, პათოგენური სიტუაციები. რეაქტიული ფსიქოზების პათოგენეზის მნიშვნელოვანი რგოლია ფსიქიკური ასთენიზაცია, რომელიც უკავშირდება ფსიქიკურ ან სომატურ გამოფიტვას. Read the rest of this entry »

გა-40


პრეპარატისა და გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის ავტორი -  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, დოქტორი, ინტერნკონტინენტალური სამედიცინო და სოციალური აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის,  შპს ”ალექსის”, პრეზიდენტი ….   გიორგი იაგოს-ძე ალექსიძე.
____________________________________________________________